ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Reuters - დონალდ ტრამპის მიერ სანქციების დაწესების შემდეგ, გერმანია „როსნეფტის“ ადგილობრივი კომპანიების ნაციონალიზაციის საკითხს განიხილავს

Reuters - დონალდ ტრამპის მიერ სანქციების დაწესების შემდეგ, გერმანია „როსნეფტის“ ადგილობრივი კომპანიების ნაციონალიზაციის საკითხს განიხილავს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ სანქციების დაწესების შემდეგ გერმანია „როსნეფტის“ ადგილობრივი კომპანიების ნაციონალიზაციის საკითხს განიხილავს, - ინფორმაციას Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის წყაროების ინფორმაციით, დონალდ ტრამპის მიერ „როსნეფტის“ წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემდეგ გერმანიის ხელისუფლებაში რუსული ნავთობკომპანიის ადგილობრივი ბიზნესების ნაციონალიზაციის საკითხს განიხილავენ, მათ შორის, „შვედტის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ნაციონალიზაციასაც, საიდანაც ბერლინი საწვავის უმეტეს ნაწილს იღებს.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ გუშინ განაცხადა, რომ ლიცენზია გასცა, რომლითაც „როსნეფტის“ გერმანული ბიზნესი აშშ-ის სანქციებისგან 2026 წლის აპრილამდე გაათავისუფლა.
წყაროებმა Reuters-ს განუცხადეს, რომ გერმანელ მაღალჩინოსნებს სურთ, ეს გამონაკლისი მუდმივი იყოს, თუმცა ისინი აქტივების ჩამორთმევისა და უცხოური ინვესტორებისთვის მიყიდვის ვარიანტსაც განიხილავენ.
გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლის ცნობით, ქვეყნის მთავრობა აშშ-ის ხელისუფლებასთან მჭიდრო კონტაქტშია და ლიცენზიის გაგრძელების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.