დონალდ ტრამპის განცხადებით, ვლადიმერ პუტინმა ომის მოგვარებასთან დაკავშირებით თხოვნით მიმართა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ორი კვირის წინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მას უკრაინაში ომის მოგვარებაში დახმარება სთხოვა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ტრამპის თქმით, სატელეფონო საუბრის დროს პუტინმა განაცხადა, რომ 10 წელია ცდილობს ომის დასრულებას, მაგრამ ვერ ახერხებს.
„მე მას ორი კვირის წინ ვესაუბრე და მან მითხრა: „ჩვენ 10 წელია ვცდილობთ ამ ომის მოგვარებას. ვერ შევძელით ამის გაკეთება. თქვენ მოგვიგვარეთ“, – აღნიშნა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის მტკიცებით, მან რამდენიმე მსგავსი საკითხის ერთ საათში მოგვარება გაეროს დახმარების გარეშე შეძლო.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – „დიპ სტეიტის“ გეგმა საქართველოში საკუთარი აგენტურის გამოყენებით რუსოფობიის ხელოვნურად გაღვივებასთან დაკავშირებით არის ქვეყნის, ქართველი ხალხისა და მისი სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიტანილი შტურმის თვისებრივად ახალი ეტაპი