ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპის განცხადებით, ვლადიმერ პუტინთან ბირთვული განიარაღების საკითხი განიხილა

დონალდ ტრამპის განცხადებით, ვლადიმერ პუტინთან ბირთვული განიარაღების საკითხი განიხილა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დენუკლეარიზაციაზე ისაუბრა და რუსეთის პრეზიდენტი „მზადაა ამის გასაკეთებლად“, - ინფორმციას CNN-ი ავრცელებს.
ტრამპის თქმით, სჯერა, რომ ჩინეთიც იგივეს გააკეთებს.
„ერთ-ერთი რამ, რის გაკეთებასაც ჩვენ ვცდილობთ რუსეთთან და ჩინეთთან, არის დენუკლეარიზაცია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია - ერთ-ერთი რამ, რაც მე იქ პრეზიდენტ პუტინთან განვიხილეთ, არა მხოლოდ ეს იყო, არამედ სხვა საკითხებიც - და ვფიქრობ, რომ დენუკლეარიზაცია ძალიან დიდი თამაშია, მაგრამ რუსეთი მზადაა ამის გასაკეთებლად და მე ვფიქრობ, რომ ჩინეთიც მზად იქნება. არ შეგვიძლია დავუშვათ ბირთვული იარაღის გავრცელება. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ბირთვული იარაღი“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა ადრე ეშფოთება გამოხატა რუსეთის ბირთვულ შესაძლებლობებთან დაკავშირებით მას შემდეგ, რაც რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი აშშ-სა და რუსეთს ომისკენ უბიძგებს. მედვედევის მიერ რუსეთის ბირთვული შესაძლებლობების შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ ტრამპმა მის კომენტარებს „უდიდესი საფრთხე“ უწოდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.