ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ალექსანდრ სტუბი - ვიმედოვნებ, ვლადიმერ პუტინის მიმართ დონალდ ტრამპის მოთმინება მალე ამოიწურება

ალექსანდრ სტუბი - ვიმედოვნებ, ვლადიმერ პუტინის მიმართ დონალდ ტრამპის მოთმინება მალე ამოიწურება

ფინეთის პრემიერ-მინისტრის, ალექსანდრ სტუბის განცხადებით, იმედოვნებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოთმინება რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინის მიმართ მალე ამოიწურება.
მისი თქმით, ფინეთი და სხვა ევროპული ქვეყნები „ყველაფერს გააკეთებენ ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად“.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ერთადერთი გზა იმისთვის, რომ პუტინს უკრაინაში შეჭრის დასრულება აიძულონ, მის მოკავშირეებზე დარტყმაა.
„ერთადერთი, ვისაც შეუძლია პუტინის დარწმუნება მშვიდობის დამყარებაში, უფრო აღმოსავლეთში არიან, ვიდრე დასავლეთში“, - აღნიშნა სტუბმა.
სტუბის მტკიცებით, მან დონალდ ტრამპი გააფრთხილა, რომ პუტინი ზელენსკისთან შეხვედრის გასაჭიანურებლად შეფერხების ტიპურ რუსულ ტაქტიკას იყენებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.