დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ რუსეთი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას არ დასთანხმდება, მის წინააღმდეგ „ეკონომიკური ომის“ დაწყება მოუწევს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადენით, მზადაა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები დააწესოს, თუ მოსკოვი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას არ დასთანხმდება.
„მინდა ეს ომი დასრულდეს. ძალიან, ძალიან სერიოზულია ის, რაც მხედველობაში მაქვს, თუ ამის გაკეთება მომიწევს, მაგრამ მინდა, რომ ეს დასრულდეს“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს, როდესაც ჰკითხეს, დაემუქრება თუ არა რუსეთს შედეგები.
„ჩვენ გვაქვს ეკონომიკური სანქციები. მე ეკონომიკურზე ვსაუბრობ, რადგან მსოფლიო ომში არ ჩავერთვებით. ეს არ იქნება მსოფლიო ომი, არამედ ეს იქნება ეკონომიკური ომი. ეკონომიკური ომი ცუდი იქნება და ეს ცუდი იქნება რუსეთისთვის და მე ეს არ მინდა“, – აღნიშნა ტრამპმა.
ამასთან, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა დონალდ ტრამპს ჰკითხა, გააცნო თუ არა მოსკოვმა მას მოსაზრება ზელენსკის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით. ჟურნალისტმა ახსენა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის, რამდენიმე დღის წინ ნათქვამი სიტყვები, რომ მოსკოვი ზელენსკის შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების ლეგიტიმურ ხელმომწერად არ მიიჩნევს.
„არ აქვს მნიშვნელობა რას ამბობენ. ეს ყველაფერი სისულელეა. ისინი ყველა პოზირებენ. ეს ყველაფერი სისულელეა, ყველა პოზირებს“, – უპასუხა ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

“მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ”

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა