დოლიძე: ვგეგმავთ დამოუკიდებელ თამაშს – დიალოგი გვაქვს გვარამიასთან და დეკანოიძესთან

ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ უფრო კონკრეტულ ადამიანებთან, კონკრეტულ პირებთან, ვიდრე უკვე არსებულ პოლიტიკურ ძალებთან. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაპირებთ პოლიტიკურ პარტნიორობას ბევრ პოლიტიკურ ძალასთან […] თუმცა, ამ ეტაპზე გვაქვს გახსნილი დიალოგი სთან, ხატია დეკანოიძესთან […]
თავიდანვე ვთქვით, რომ შერწყმას პოლიტიკურ ძალებთან ჩვენ არ ვგეგმავთ. ვგეგმავთ დამოუკიდებელ, ასე ვთქვათ, თამაშს, დამოუკიდებელი ხაზის წარმოებას, ასე რომ, სხვა პოლიტიკურ სუბიექტებთან ნამდვილად არ მიმდინარეობს მოლაპარაკებები.