“კონსულტაციები მიმდინარეობს” – წინასაარჩევნო მოლაპარაკებები ოპოზიციაში

ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება ოპოზიციამ უკვე დაიწყო. ოპოზიციური პარტიების ნაწილი და ცალკეული პოლიტიკოსები ერთმანეთთან მოლაპარაკებებს მართავს, იმასთან დაკავშირებით, თუ რას ფორმით უნდა წარდგნენ საპარლამენტო არჩევნებზე.
დღეს პარტია “ლელომ” ოპოზიციურად დაიწყო წინასაარჩევნო სამზადისი. რამდენიმე კვირის წინ, პარტიის ლიდერმა, მ განაცხადა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” (ენმ) ყოფილ თავმჯდომარესთან, სთან “სტრატეგიულ პარტნიორობას” გეგმავს. დღეს, “ლელოს” თავმჯდომარემ, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მელიასთან კონსულტაციები, ჯერჯერობით, არ მიმდინარეობს.
მელიას თანამოაზრე, ბაჩო დოლიძე ამბობს რომ პარტია, რომელსაც ენმ-ს ყოფილი წევრები დააფუძნებენ ითანამშრომლებს როგორც მოქმედ პოლიტიკოსებთან, ისე საზოგადოების სხვა წევრებთან.
“არა მარტო ხატიას, ძალიან ბევრ ადამიანს ვესაუბრებით, როგორც უკვე საჯაროდ ცნობილ პოლიტიკოსებთან, ასევე ძალიან ბევრ საინტერესო ადამიანთან გვაქვს კონსულტაციები […] ჩვენ და “ლელო” აბსოლუტურად დამოუკიდებლად ვაპირებთ პოლიტიკურ ცხოვრებას, მაგრამ თანამშრომლობას, რა თქმა უნდა, ვგეგმავთ”, – განაცხადა დოლიძემ.
დოლიძემ დაადასტურა, რომ თანამშრომლობის პერსპექტივებზე საუბრობენ ენმ-ს კიდევ ერთ ყოფილ წევრთან, ხატია დეკანოიძესთან და “მთავარი არხის” დამფუძნებელთან, სთან.
ნიკა მელიას გუნდსა და ნიკა გვარამიასთან კონსულტაციები დაადასტურა ხატია დეკანოიძემაც.
“არაერთხელ მითქვამს, რომ ამ ბრძოლაში დავრჩები. კონსულტაციები, საუბარი მქონდა ნიკა მელიასთან. საუბარი მაქვს და კონსულტაციები, შემიძლია გითხრათ, ნიკა გვარამიასთან, მათ შორის […] ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთობა, რომელიც შედგება, იყოს ძალიან სინერგიული, გონივრული ერთობა, რაც გულისხმობს ხმების, მათ შორის, გადაუწყვეტელი ხმების დამატებას”, – განაცხადა დეკანოიძემ.
დისკუსიას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ნიკე გვარამია. ის წერს, რომ ფართო გაერთიანების მომხრეა და მისი მიზნების მისაღწევად ყველას დაელაპარაკება.
“პოლიტიკაში მოვდივარ იმიტომ, რომ დემოკრატია და თავისუფლება ერთხელ და სამუდამოდ და შეუქცევადად მოვიპოვოთ; პოლიტიკაში მოვდივარ იმიტომ, რომ ქვეყნის მართვაში გზა გავუხსნათ ახალ ხალხს და პოლიტიკურ ელიტაში თაობათა ცვლა მაქსიმალურად დაჩქარდეს; პოლიტიკაში მოვდივარ იმიტომ, რომ არ იყოს შურისძიება; პოლიტიკაში მოვდივარ იმიტომ, რომ ეს საჭირო მგონია აქ და ახლა; პოლიტიკაში მოვდივარ იმიტომ, რომ საერთო ბრძოლა გავაძლიერო. შეკითხვაზე “ამ მიზნების მისაღწევად ვის ველაპარაკები ან დაველაპარაკები”, გპასუხობთ: ყ ვ ე ლ ა ს”, – წერს გვარამია.
ოპოზიციის ნაწილს შორის ამგვარ დისკუსიას ეხმაურებიან მმართველ პარტიაში. “ქართული ოცნების” ლიდერები თითოეული მათგანის ენმ-სთან კავშირზე მიანიშნებენ და ამბობენ, რომ გადაჯგუფებები ოპოზიციაში არა იდეოლოგიური, არამედ მერკანტილური მიზნებითაა განპირობებული.
ამავე თემაზე:
· ჩვენ, “ლელოს”, ნიკა მელიასთან გვაქვს კომფორტი, რომ ერთად ვიბრძოლოთ – ხაზარაძე
· მელია სააკაშვილთან “ერთ პარტიაში თანამშრომლობას” გამორიცხავს

ასევე დაგაინტერესებთ

„გავრცელებული ბინძური ჭორი იმის შესახებ, რომ დავით ქაცარავა გადაღებებზე დადიოდა რუსეთში, არ შეესაბამება სინამდვილეს, ყველა პროექტი სომხეთშია განხორციელებული, ვწუხვარ, რომ ასეთ ადამიანს ასე სასტიკად მოექცნენ“ – პროდიუსერის განცხადება