ზურაბ ჯაფარიძე – საუბარი გვაქვს როგორც ნიკა გვარამიასთან, ისე სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან, „ლელოსთან“ სულ გვაქვს კომუნიკაცია – მე, გვარამიას და ელენე ხოშტარიას გვჯერა, რომ კონსოლიდაციაშია გამოსავალი

საუბარი გვაქვს გვარამიასთან, „ლელოსთან”, სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან – მე, ნიკა გვარამიას და ელენე ხოშტარიას გვჯერა, რომ კონსოლიდაციაშია გამოსავალი, – ამის შესახებ “გირჩი – მეტი თავისუფლებას” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, კონსოლიდაციაზე არ საუბრობენ “ნაციონალურ მოძრაობასთან,” თუმცა, სხვა საკითხებთან დაკავშირებით მათთან თანამშრომლობის ფორმატები არსებობს. ამასთან, ჯაფარიძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კონსულტაციების ფარგლებში ჯერ რაიმე გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
„საუბარი გვაქვს როგორც ნიკა გვარამიასთან, ისე სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან. “ლელოსთან” სულ გვაქვს კომუნიკაცია, ხან ვის ველაპარაკებით, ხან ვის, მაგრამ ჯერ არაფერი გადაწყვეტილი არ არის. კარგია, რომ კონსულტაციები მიდის. მე, ნიკა გვარამიას, მათ შორის ელენეს გვჯერა, რომ საბოლოო ჯამში კონსოლიდაციაში არის გამოსავალი, მაგრამ ვნახოთ. “ნაციონალურ მოძრაობასთან” კონსოლიდაციაზე საუბარი არ გვაქვს, მაგრამ არის ფორმატები, სადაც სხვადასხვა საკითხზე ვთანამშრომლობთ. ნიკა მელიასთან ჯერ კომუნიკაცია არ გვქონია, რაც მათგან მოვისმინე, ისინი აპირებენ, ჯერ პარტია დააფუძნონ და მერე დავიწყებთ საუბარს, მომავალ გეგმებზეო, შესაბამისად, ჩვენც ველოდებით,”- განაცხადა ჯაფარიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატის განცხადებით, მისთვის უცნობია, რას უკავშირდება ნია იმნაძის 10 თვის შემდეგ დაკავება, მტკიცებულებებში არ ფიქსირდება „მეტადან“ გამოთხოვილი ინფორმაცია და შესაძლოა უწყებებზე საზოგადოებრივ წნეხს ჰქონდეს ადგილი

გია ჯაფარიძე: ტიპი გამოვიდა, დეპუტატს უწოდებს თავის თავს, და თქვა, დაგეგმილი იყო დენის გათიშვა და განზრახ არ შეგატყობინეთო. ანუ იცოდნენ და გაწირეს ადამიანები. აქ არ გაჩერდა, მე თვითონ ლიფტში გავიჭედე და მიხარიაო