დმიტრო კულება – მრავალწლიანი ფინანსური ინსტრუმენტი გვაქვს და ვეტოს დაძლევის პრობლემა გაქრა

უნგრეთის პირობა ჩავარდა, ვეტოს პრობლემა გაქრა. ასეთი კომენტარი გააკეთა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მ ევროკავშირის ქვეყნების მიერ უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფასთან დაკავშირებით.
კულებამ აღნიშნა, რომ უნგრეთმა ვერ მიაღწია უკრაინისთვის ევროკავშირის დახმარების ყოველწლიურად შეთანხმების პირობას, რაც ს დახმარებაზე ვეტოს დადების საფრთხეს ხსნის.
“ ჩავარდა პირობა იმის შესახებ, რომ მომავალ წელს ამ 50 მილიარდიდან კონკრეტული თანხის გამოყოფის შესახებ ევროპულ საბჭოში ყოველწლიურად უნდა მიიღებოდეს გადაწყვეტილებები. ანუ, მრავალწლიანი ფინანსური ინსტრუმენტი გვაქვს და ვეტოს დაძლევის პრობლემა გაქრა – ის არ იქნება”, – განაცხადა კულებამ.
უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ევროკავშირის შეთანხმებას “დიდი გადაწყვეტილება” უწოდა, რომელიც ევროპის ერთიანობას უსვამს ხაზს.
კულებამ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი დადებითი მომენტია ის, რომ ეს ევროკავშირის ყველა 27 წევრის ერთიანი გადაწყვეტილებაა, მათ შორის უნგრეთისაც.
მინისტრი თვლის, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ნათლად აჩვენებს, რომ ევროპაში “ომისგან დაღლილობა” არ არსებობს და ეს სწორი სიგნალი იქნება -ის კონგრესში უკრაინისთვის დახმარების შესახებ დისკუსიებისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენმდივანი – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გაზრდის პოლარიზაციას და დაპირისპირებას – უნდა მოვერიოთ ამბიციებს და ვთქვათ, რომ კანონი უკან გაიწვიონ