უკრაინულ სპეცოპერაციაზე: პრეზიდენტმა ინფორმაცია ონლაინ მიიღო, დაველოდოთ გამოძიებას

კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოწყობილი ოპერაცია “აბლაბუდას” შესახებ ვლადიმერ პუტინმა ინფორმაცია ონლაინ რეჟიმში მიიღო.

მისი თქმით, თავდასხმის შესახებ გამოძიება მიმდინარეობს.

“ჩვენ უკვე ვთქვით, რომ პრეზიდენტმა ინფორმაცია ინციდენტის შესახებ ონლაინ მიიღო. იცით, რომ მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა დაიწყო. ასევე გაკეთდა შესაბამისი განცხადება თავდაცვის სამინისტროს მხრიდან. გთავაზობთ, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და ყურადღება გავამახვილოთ თავდაცვის სამინისტროს განცხადების შინაარსზე”. – აღნიშნა პესკოვმა.

1 ივნისს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეცოპერაციის ფარგლებში უკრაინამ რუსეთის ოთხ აეროდრომზე (მურმანსკის, ივანოვოს, რიაზანის და ირკუტსკის ოლქებში) ჯამში 41 სტრატეგიული ბომბდამშენი დააზიანა ან გაანადგურა. უწყების მტკიცებით, სპეცოპერაციის შედეგად რუსეთს $7 მილიარდის ღირებულების ზარალი მიადგა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს