დმიტრი პესკოვი ტრამპის “მოჩხუბარი ბავშვების” კომენტარზე: ეს ომი ჩვენთვის ეგზისტენციალური საკითხია

კრემლი -ს პრეზიდენტის გუშინდელ კომენტარს გამოეხმაურა, რომლითაც დონალდ ტრამპმა რუსეთ-უკრაინის ომი ორ ბავშვს შორის ჩხუბს შეადარა.

“ხანდახან შენ ხედავ, თუ როგორ ჩხუბობს ორი პატარა ბავშვი გამალებით, მათ ერთმანეთი ეზიზღებათ და პარკში ჩხუბობენ. ხანდახან შენთვის უმჯობესია, ცოტა ხანი ჩხუბი აცადო და შემდეგ დაშალო ისინი”. – თქვა დონალდ ტრამპმა 5 ივნისს თეთრი სახლის ოვალურ ოფისში გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

პრესკონფერენციაზე ტრამპმა ასევე თქვა, რომ აღნიშნული ანალოგია 4 ივნისს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრის დროსაც გაახმოვანა.

ტრამპის საპასუხოდ, კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი რუსეთისთვის “ეგზისტენციალური საკითხია”.

“რა თქმა უნდა, -ს პრეზიდენტს შეიძლება, საკუთარი შეხედულება ჰქონდეს იმის შესახებ, თუ რა ხდება, თუმცა ეს ჩვენთვის ეგზისტენციალური საკითხია – ეს არის ეროვნული ინტერესების საკითხი, ეს არის  უსაფრთხოებისა და ჩვენი და ჩვენი შვილების – ჩვენი ქვეყნის მომავლის საკითხი”. – თქვა პესკოვმა.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს