ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დიმიტრი პესკოვი შეთქმულების შესახებ დონალდ ტრამპის განცხადებაზე - შეთქმულებას არავინ აწყობს, არავის აქვს ამის არც სურვილი და არც დრო

დიმიტრი პესკოვი შეთქმულების შესახებ დონალდ ტრამპის განცხადებაზე - შეთქმულებას არავინ აწყობს, არავის აქვს ამის არც სურვილი და არც დრო

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, იმედი აქვს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადება „შეთქმულების“ შესახებ გადატანითი მნიშვნელობით იყო ნათქვამი.
„ვიმედოვნოთ, რომ ეს გადატანითი მნიშვნელობით იყო ნათქვამი და არა პირდაპირი მნიშვნელობით, მით უმეტეს, რომ არავინ არანაირ შეთქმულებას არ აწყობდა“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
მისი მტკიცებით, შეთქმულების მოწყობის არც სურვილი და არც დრო არ არსებობს.
„შეთქმულებებს არავინ აწყობს, არავის აქვს ამის არც სურვილი და არც დრო“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა პეკინში ჩატარებული სამხედრო აღლუმის კომენტირებისას, რუსეთი, ჩინეთი და ჩრდილოეთ კორეა აშშ-ის წინააღმდეგ „შეთქმულების“ დაგეგმვაში დაადანაშაულა. „გთხოვთ, გადაეცით ჩემი უთბილესი მოკითხვა ვლადიმერ პუტინს და კიმ ჩენ ინს, სანამ შეთქმულებას აწყობთ ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ“, - მიმართა ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.