ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპი - ორი დღის განმავლობაში პრესკონფერენცია არ მქონია და თქვეს, რომ რაღაც მჭირდა - ბაიდენს თვეები ვერ ნახულობდით, მაგრამ არავინ ამბობდა, რომ რაღაც სჭირდა

დონალდ ტრამპი - ორი დღის განმავლობაში პრესკონფერენცია არ მქონია და თქვეს, რომ რაღაც მჭირდა - ბაიდენს თვეები ვერ ნახულობდით, მაგრამ არავინ ამბობდა, რომ რაღაც სჭირდა

ორი დღის განმავლობაში პრესკონფერენცია არ მქონია და თქვეს, რომ რაღაც მჭირდა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ბრიფინგზე განაცხადა.­
„ბაიდენი პრესკონფერენციებს თვეების განმავლობაში არ ატარებდა, მას თვეების განმავლობაში ვერ ნახულობდით, მაგრამ არავინ ამბობდა, რომ მას რაღაც სჭირდა“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ტრამპის თქმით, სოციალურ ქსელებში მისი სიკვდილის შესახებ გავრცელებული ცნობები სიცრუეა.
„შაბათ-კვირას ძალიან აქტიური ვიყავი“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.