არქივი5 სექტემბერი, 2025, 06:55
დიმიტრი პესკოვი - ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის საუბრის ორგანიზება ძალიან სწრაფად შეიძლება

რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს, ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის საუბრის ორგანიზება, საჭიროების შემთხვევაში, ძალიან სწრაფად იქნება შესაძლებელი, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„საჭიროების შემთხვევაში, ამის ორგანიზება ძალიან სწრაფად შეიძლება“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის შესაძლო საუბრის კომენტირებისას.
ცნობისთვის, მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში რუსეთის პრეზიდენტთან საუბარს გეგმავს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.