ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დიმიტრი პესკოვი - მოსკოვსა და ბაქოს შორის წარმოშობილი პრობლემები კონსტრუქციულად უნდა მოგვარდეს

დიმიტრი პესკოვი - მოსკოვსა და ბაქოს შორის წარმოშობილი პრობლემები კონსტრუქციულად უნდა მოგვარდეს

მოსკოვი დარწმუნებულია, რომ რუსეთი და აზერბაიჯანი პარტნიორებად და მოკავშირეებად უნდა დარჩნენ, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ჩვენ მხარდამჭერებად ვრჩებით. გვჯერა, რომ ლოგიკა მხოლოდ ერთ რამეს ამბობს, რომ რუსეთი და აზერბაიჯანი არიან და უნდა დარჩნენ უახლოეს პარტნიორებად, მოკავშირეებად და ქვეყნებად, რომლებსაც საერთო ისტორია, საერთო აწმყო და საერთო მომავალი აერთიანებს“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის წარმოშობილი პრობლემები კონსტრუქციული გზით უნდა მოგვარდეს.
„წარმოშობილი პრობლემები აუცილებლად უნდა გადაწყდეს კონსტრუქციული გზით, ისე, რომ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების ზოგად სულისკვეთებას შეესაბამებოდეს“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.