დიმიტრი პესკოვი – ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს კიდევ ერთხელ გაუმეორა, რომ რუსეთს სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების მიღწევა სურს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან საუბრისას კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსეთის ფედერაცია დაინტერესებულია ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნების მიღწევით და უმჯობესია, რომ ეს პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით გახდეს შესაძლებელი, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„საუბრის დროს პრეზიდენტმა პუტინმა გაიმეორა, რომ ჩვენ დაინტერესებულები ვართ იმით, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნებს მივაღწიოთ და უმჯობესია, ეს პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალებებით განხორციელდეს“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, -სა და რუსეთის პრეზიდენტებმა, დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა ტელეფონით გუშინ ისაუბრეს. დონალდ ტრამპის განცხადებით, პუტინთან სატელეფონო საუბრისას ვერანაირ პროგრესს ვერ მიაღწია. „მასთან საერთოდ არანაირი პროგრესი არ მქონია. გვქონდა სატელეფონო საუბარი. ეს საკმაოდ ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი იყო. ბევრ რამეზე ვისაუბრეთ, მათ შორის ირანზე და ასევე, როგორც იცით, უკრაინასთან ომზე და მე ამით არ ვარ კმაყოფილი, არ ვარ კმაყოფილი“, – განუცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა