დიმიტრი პესკოვი – ბაქოში ჟურნალისტების დაკავება რუსეთ-აზერბაიჯანის შორის ურთიერთობების სულისკვეთებას არ შეესაბამება

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ბაქოში ჟურნალისტების დაკავება ზოგადად მიღებულ ნორმებს და ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების სულისკვეთებას არ შეესაბამება.
“რა თქმა უნდა, მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ასეთი ზომები აბსოლუტურად არ შეესაბამება ზოგადად მიღებულ წესებსა და ნორმებს და რა თქმა უნდა, არ შეესაბამება რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების სულისკვეთებასა და ხასიათს”, – განაცხადა პესკოვმა „სპუტნიკ აზერბაიჯანისა“ და Ruptly-ს თანამშრომლების დაკავებაზე საუბრისას.
მისი თქმით, მოსკოვი იმედოვნებს, რომ ბაქოს უკიდურესად ემოციურ რეაქციას პირდაპირი კომუნიკაცია ჩაანაცვლებს, რომლის დროსაც დასმულ კითხვებზე პასუხები გაეცემა.
„გვჯერა, რომ ეს ემოციური, უკიდურესად ემოციური რეაქცია ჩანაცვლდება პირდაპირი კომუნიკაციით, რომლის დროსაც პასუხები გაეცემა ყველა დასმულ კითხვას“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო