დიმიტრი პესკოვი - ვნახეთ ზელენსკის უცნაური საშობაო მიმართვა: უკულტურო, გაბოროტებული - ის ნაკლებად ადეკვატურ ადამიანს ჰგავს

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკის საშობაო მიმართვა უკულტურო და გაბოროტებული იყო.
„ჩვენ ვნახეთ ზელენსკის მართლაც უცნაური საშობაო მიმართვის შესახებ ინფორმაცია. უკულტურო, გაბოროტებული - ზელენსკი ნაკლებად ადეკვატურ ადამიანს ჰგავს“, - აღნიშნა პესკოვმა.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საშობაო მილოცვაში განაცხადა, რომ უკრაინაში ყველა ერთი ადამიანის სიკვდილზე ოცნებობს.
„დღეს ყველას ერთი ოცნება და ერთი სურვილი გვაქვს: დაე, ის დაიღუპოს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. კომენტარი რუსეთის პრეზიდენტზე მინიშნებად აღიქვეს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.