ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დიმიტრი პესკოვი - ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი უახლოეს მომავალში შედგება

დიმიტრი პესკოვი - ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი უახლოეს მომავალში შედგება

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი ძალიან მალე შედგება.
„უახლოეს მომავალში. გაცნობებთ“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს, როდესაც უპასუხა მათ შეკითხვას, როდის გამართავენ პუტინი და ტრამპი სატელეფონო საუბარს აშშ-ის პრეზიდენტისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის შემდეგ.
ამასთან, მისი თქმით, ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრის წინ გამართული სატელეფონო საუბრის დროს საშობაო ზავის თემა არ განუხილავთ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.