არქივი31 მარტი, 2025, 17:08
დიმიტრი პესკოვი - ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპთან კონტაქტებისთვის ღიაა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან კონტაქტებისთვის ღიაა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
“პრეზიდენტი პუტინი ღიაა ასეთი კომუნიკაციისთვის და საჭიროების შემთხვევაში, ასეთი საუბარი შეიძლება ძალიან სწრაფად შეთანხმდეს. საჭიროების შემთხვევაში, მათი საუბარი ძალიან სწრაფად იქნება ორგანიზებული”, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს, როდესაც უპასუხა შეკითხვას, მოსალოდნელია თუ არა, რომ მიმდინარე კვირაში პუტინსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართოს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.