ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დიმიტრი პესკოვი - საუდის არაბეთში ვიზიტის შესახებ დონალდ ტრამპის გეგმები ვლადიმერ პუტინს არ უკავშირდება

დიმიტრი პესკოვი - საუდის არაბეთში ვიზიტის შესახებ დონალდ ტრამპის გეგმები ვლადიმერ პუტინს არ უკავშირდება

საუდის არაბეთში ვიზიტის შესახებ დონალდ ტრამპის გეგმები ვლადიმერ პუტინს არ უკავშირდება, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა.
დიმიტრი პესკოვი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ უახლოეს მომავალში საუდის არაბეთს, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა.
„ეს ამერიკული სახელმწიფოს გეგმებია და პუტინთან არანაირად არ არის დაკავშირებული. პუტინს მსგავსი გეგმები ჯერჯერობით არ აქვს“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
მისი თქმით, ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის მზად არის და „ამას ის მოწმობს, რომ რუსეთი ამერიკულ მხარესთან შეთანხმებით ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების დროებით მორატორიუმს შეუერთდა“.
პესკოვმა აღნიშნა, რომ უკრაინა რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმებს აგრძელებს.
„კიევის რეჟიმი დროებით მორატორიუმს არ ემორჩილება და ჩვენს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს ყოველდღიურად აგრძელებს“, - აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.