დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინზე – მსურს ვნახო, რომ შეთანხმებას დადებს – არ მინდა მეორე ტარიფები დავაწესო მის ნავთობზე, მაგრამ ამას გავაკეთებ, თუ ვიფიქრებ, რომ ის არ ასრულებს თავის საქმეს

-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სურს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისგან უკრაინაში მიმდინარე ომის დასასრულებლად გარიგების დადება იხილოს და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ, საჭიროების შემთხვევაში, რუსულ ნავთობზე მეორად ტარიფებს დააწესებს.
„მსურს ვნახო, რომ ის დადებს შეთანხმებას, რათა შევაჩეროთ რუსი ჯარისკაცების, უკრაინელი ჯარისკაცების და სხვა ადამიანების მკვლელობა. მინდა, დარწმუნებული ვიყო, რომ ის [პუტინი] ამას ბოლომდე მიიყვანს. არ მინდა მეორე ტარიფები დავაწესო მის ნავთობზე. მაგრამ ვფიქრობ, იცით, ეს არის ის, რასაც გავაკეთებ, თუ ვიფიქრებ, რომ ის არ ასრულებს თავის საქმეს. მე ეს ვენესუელასთან გავაკეთე“, – აღნიშნა ტრამპმა.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა NBC News-ს განუცხადა, რომ თუ უკრაინაში სისხლისღვრის შეჩერებაზე შეთანხმებას ვერ მიაღწევენ და იფიქრებს, რომ ეს რუსეთის ბრალია, რუსეთიდან იმპორტირებულ ნავთობზე მეორად ტარიფებს დააწესებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”