ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დიმიტრი პესკოვი - ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა გაიმართება, მაგრამ შესაბამის დროს და საჭიროა მომზადება

დიმიტრი პესკოვი - ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა გაიმართება, მაგრამ შესაბამის დროს და საჭიროა მომზადება

რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა გაიმართება, თუმცა შესაბამის დროს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ეს შეხვედრა გაიმართება და პრეზიდენტებმა გამოთქვეს პოლიტიკური ნება, მათ შორის საჯაროდ, რომ ეს უნდა მოხდეს. მაგრამ შედგება შესაბამის დროს და საჭიროა ამისთვის მომზადება“, - აღნიშნა პესკოვმა.
მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელ სტივენ უიტკოფს შორის მოლაპარაკებები რუსეთის და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრისკენ გადადგმული დამატებითი ნაბიჯია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.