ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კრემლი - ვლადიმერ პუტინისა და სტივ უიტკოფის შეხვედრის თემა უკრაინის კონფლიქტის მოგვარების ასპექტები იყო

კრემლი - ვლადიმერ პუტინისა და სტივ უიტკოფის შეხვედრის თემა უკრაინის კონფლიქტის მოგვარების ასპექტები იყო

ვლადიმერ პუტინისა და სტივ უიტკოფის შეხვედრის თემა უკრაინის კონფლიქტის მოგვარების ასპექტები იყო, - ამის შესახებ განცხადებას კრემლი ავრცელებს.
„რუსეთის სახელმწიფოს მეთაურმა შეხვედრა გამართა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, სტივენ უიტკოფთან. შეხვედრის თემა უკრაინის კონფლიქტის მოგვარების ასპექტები იყო“, - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.
სანქტ-პეტერბურგში, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინსა და ახლო აღმოსავლეთში დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს შორის შეხვედრა ოთხსაათნახევარს გაგრძელდა.
სტივ უიტკოფი რუსეთიდან ომანში გაფრინდა, სადაც აშშ-სა და ირანს შორის მაღალი დონის არაპირდაპირი მოლაპარაკებები გაიმართება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.