არქივი11 აპრილი, 2025, 17:21
დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ვლადიმერ პუტინმა და სტივ უიტკოფმა დღევანდელ შეხვედრაზე, შესაძლოა, რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრის თემა განიხილონ

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა, შესაძლოა, ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის თემა განიხილონ.
„შესაძლოა“, - უპასუხა პესკოვმა ჟურნალისტებს შესაბამის კითხვაზე საპასუხოდ.
მისივე თქმით, შეხვედრაზე, რომელიც დღეს გაიმართება, ვლადიმერ პუტინი და სტივ უიტკოფი უკრაინის კონფლიქტის მოგვარების ასპექტებს განიხილავენ.
„არსებობს მრავალი ასპექტი, არსი ძალიან რთულია“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.