დიმიტრი პესკოვი – ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ვერ დავადასტურებ და ვერც უარვყოფ

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ვერც დაადასტურებს და ვერც უარყოფს ინფორმაციას რუსეთისა და ამერიკის პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის სატელეფონო საუბრის შესახებ.
„მაშინ, როცა ვაშინგტონის ადმინისტრაცია ავითარებს თავის მუშაობას, მრავალი განსხვავებული კომუნიკაცია ჩნდება და ეს კომუნიკაციები ხორციელდება სხვადასხვა არხებით. რა თქმა უნდა, ამ კომუნიკაციების სიმრავლის ფონზე, მე პირადად შეიძლება რაღაც არ ვიცოდე, რაღაცის საქმის კურსში არ ვიყო. ამიტომ, ამ შემთხვევაში, ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ“, – განაცხადა პესკოვმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა New York Post-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა და უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხი განიხილა.

ასევე დაგაინტერესებთ

მაია კოხტაშვილი: მადლობა საქართველო! მადლობა ჩემო ძვირფასო ახმეტელებო, ჩემო გატანჯულო პაციენტებო – ამ წარმოუდგენელი გაჭირვების დროს ასე, რომ დაიცავით თქვენი მაია ექიმი, ამხელა სითბო რომ დამახვედრეთ ჯოჯოხეთიდან გამოსულს, ასე რომ წამომაყენეთ ფეხზე