დიმიტრი პესკოვი – ვლადიმერ პუტინმა და დონალდ ტრამპმა თანაშემწეებს დაავალეს, რომ შეხვედრაზე მუშაობა დაუყოვნებლივ დაიწყონ

ვლადიმერ პუტინმა და დონალდ ტრამპმა თანაშემწეებს დაავალეს, რომ შეხვედრაზე მუშაობა დაუყოვნებლივ დაიწყონ, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„სახელმწიფოების მეთაურები გუშინ გამართული სატელეფონო საუბრისას შეთანხმდნენ, რომ ისინი კონტაქტს გააგრძელებენ, აქცენტს შეხვედრაზე გააკეთებენ და ასევე, შეთანხმდნენ, რომ ამ მიზნით მუშაობის დასაწყებად შესაბამის თანაშემწეებს ინსტრუქციებს დაუყოვნებლივ მისცემენ“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
მისი თქმით, ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრის დეტალები მისი ორგანიზების შემდეგ გახდება ცნობილი.
„დეტალები ჯერ კიდევ დასამუშავებელია. მუშაობა, რა თქმა უნდა, ძალიან სწრაფად დაიწყება“, – აღნიშნა პესკოვმა.
შეგახსენებთ, გუშინ, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. მათ უკრაინის, ახლო აღმოსავლეთის, ენერგეტიკისა და მთელი რიგი სხვა საკითხები განიხილეს. ასევე, მხარეები კონტაქტების გაგრძელებისა და შეხვედრის ორგანიზების შესახებ შეთანხმდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

თინათინ ბოლოკაძე: მაშინ, როცა ქოცები ევროკავშირს მეორე საბჭოთა კავშირს, დიფ სთეითს, მტრებს და ქართველობის წამრთმევებს ეძახიან, ჩვენი მეზობლები ყოველდღიურად ამტკიცებენ საპირისპიროს. ვითარდებიან, რუსული მარწუხებისგან თავისუფლდებიან და დემოკრატიული ინსტიტუტების ნაწილი ხდებიან

თეიმურაზ პაპასქირი – ოპოზიციის ციხეში ჩასმა ივანიშვილს სავაჭროდ უნდა, ფსონს წევს, ეს ისწავლა საკუთარი პატრონისგან, მოსკოვისგან – „საბოტაჟის საქმე“ ცრუ მოწმეებითაა სავსე და როცა ხელისუფლება შეიცვლება, ყველა პასუხს აგებს, პროკურორიც და მოსამართლეც