ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დიმიტრი პესკოვი - ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის მოსკოვში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს

დიმიტრი პესკოვი - ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის მოსკოვში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს

ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის მოსკოვში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
დიმიტრი პესკოვი სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ ვიტკოფი რუსეთში ჩავიდა.
„არა, არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს და ჩვენ კონტაქტებს არ ვგეგმავთ“, - განაცხადა პესკოვმა.
მისი თქმით, რუსეთსა და აშშ-ს შორის კავშირები სხვადასხვა უწყებების მეშვეობით „ნამდვილად გაძლიერდა, მაგრამ უკრაინის საკითხზე ახალი არაფერია“.
ამასთან, რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვში აშშ-ის ელჩი, ლინ ტრეისი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მივიდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.