არქივი11 დეკემბერი, 2024, 18:25
დიმიტრი პესკოვი - ვიქტორ ორბანსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა არ იგეგმება

ვიქტორ ორბანსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა არ იგეგმება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
დიმიტრი პესკოვის ცნობით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი უნგრული მხარის ინიციატივით გაიმართა.
ამასთან, პესკოვმა აღნიშნა, რომ ვიქტორ ორბანს ვლადიმერ პუტინისთვის აშშ-ის არჩეული პრეზიდენტისგან, დონალდ ტრამპისგან შეტყობინება არ გადაუცია.
„როგორც იცით, მათ ენერგეტიკის, უკრაინისა და სირიის საკითხები განიხილეს“, - აღნიშნა პესკოვმა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.