ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვიქტორ ორბანსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

ვიქტორ ორბანსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას უნგრეთის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„დღეს დილით, პრეზიდენტ პუტინთან ერთსაათიანი სატელეფონო საუბარი მქონდა. ეს რუსეთ-უკრაინის ომის ყველაზე საშიში კვირებია. ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების მოსაღწევად ჩვენ ყველა შესაძლო დიპლომატიურ ნაბიჯს ვდგამთ“, - წერს ვიქტორ ორბანი.
ცნობისთვის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა გუშინ ინფორმაცია გაავრცელა, რომ იგი ფლორიდაში აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.