ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დიმიტრი პესკოვი - უკრაინასთან მოლაპარაკებების საფუძველი, ჯერჯერობით, არ არსებობს

დიმიტრი პესკოვი - უკრაინასთან მოლაპარაკებების საფუძველი, ჯერჯერობით, არ არსებობს

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების საფუძველი ჯერჯერობით არ არსებობს.
„ჯერჯერობით მოლაპარაკების არავითარი საფუძველი არ არის“, - აღნიშნა პესკოვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში.
მისი თქმით, მოლაპარაკებებში შუამავლის როლის შესრულებისთვის მზადყოფნას არაერთი ქვეყანა, მათ შორის კატარი, აცხადებს.
„ბევრი ქვეყანა აცხადებს მზადყოფნას შემოგვთავაზოს თავისი ტერიტორია. მადლობელი ვართ ყველა ქვეყნის, კატარის ჩათვლით, ასეთი კეთილგანწყობისთვის“, - აღნიშნა პესკოვმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.