დიმიტრი პესკოვი – დასავლეთი სულ უფრო მეტად ერთვება უკრაინის კონფლიქტში, ეს ცუდია

დასავლეთის ქვეყნები, რომლებიც კიევს რუსეთის ტერიტორიაზე შორ მანძილზე მოქმედი იარაღით დარტყმის ნებას რთავენ, სულ უფრო მეტად ერთვებიან უკრაინის კონფლიქტში, რაც ამ კონფლიქტის ესკალაციას იწვევს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ის ფაქტი, რომ ეს დასავლური ქვეყნები კიდევ უფრო ერთვებიან ამ კონფლიქტში, ამ ომში, იწვევს დაძაბულობისა და ესკალაციის ახალ რაუნდებს. ეს ცუდია“, – აღნიშნა პესკოვმა.
მისი მტკიცებით, დასავლელი პოლიტიკოსები ცდილობენ, უკრაინა რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენების ინსტრუმენტად გამოიყენონ.
„დასავლელი პოლიტიკოსები აგრძელებენ ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენების ხაზს და, რა თქმა უნდა, უკრაინას ამ მიზნების მისაღწევ ინსტრუმენტად იყენებენ“, – აღნიშნა პესკოვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზვიად ქორიძე – დიქტატორს უნდა ყველას მოსწონდეს, ვისაც არ მოსწონს უნდა იყოს განეიტრალებული, განდევნილი, დაჩაგრული და ნაცემი, ამიტომ ქმნის დაჯგუფებას – ეს უკავშირდება ქიმერული შიშის დანერგვას, რომ ადამიანები ფიქრს და პროტესტს გადააჩვიონ

დიმიტრი პესკოვი პუტინი-ფაშინიანის საუბარზე – ხაზი გაესვა სომხეთში რეფერენდუმის, რაც შეიძლება მალე ჩატარების აუცილებლობას, რათა განისაზღვროს, თუ რომელი მიმართულებით სურს სომეხ ხალხს სვლა