დიმიტრი პესკოვი – ბალტიის ზღვაში საკომუნიკაციო სადენების დაზიანებაში რუსეთის დადანაშაულება აბსურდულია

ბალტიის ზღვაში საკომუნიკაციო სადენების დაზიანებაში რუსეთის დადანაშაულება აბსურდულია, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, ყველაფერში რუსეთის დადანაშაულების გაგრძელება საკმაოდ აბსურდულია. ეს სასაცილოა, ბალტიის ზღვაში უკრაინის დევერსიულ აქტებზე რეაქციის არარსებობის ფონზე, „ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქებებს ვგულისხმობ“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
ცნობისთვის, ორშაბათს ბალტიის ზღვაში ორი წყალქვეშა საკომუნიკაციო სადენი დაზიანდა, მათგან ერთი შვედეთსა და ლიეტუვას, ხოლო მეორე ფინეთსა და გერმანიას აკავშირებს. შვედეთის თავდაცვის სამინისტროში დაადასტურეს, რომ შემთხვევას შესაბამისი ორგანოები იძიებენ. მომხდართან დაკავშირებით ფინეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ საქმე შესაძლოა, „ჰიბრიდულ ომს“ ეხებოდეს. გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის განცხადებით, სადენების დაზიანება შესაძლოა, დივერსია იყოს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია