მარკ რუტე – სულ უფრო მეტად არაპროგნოზირებად სამყაროში თურქეთს ნატო-ში ფასდაუდებელი წვლილი შეაქვს

ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ნატო-ს გენერალური მდივანი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მარკ რუტეს ცნობით, თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ალიანსის კოლექტიური უსაფრთხოების წინაშე არსებული გამოწვევები, უკრაინაში მიმდინარე ომისა და ახლო აღმოსავლეთის კრიზისის საკითხები განიხილა.
„სულ უფრო მეტად არაპროგნოზირებად სამყაროში თურქეთს ნატო-ში ფასდაუდებელი წვლილი შეაქვს“, – წერს მარკ რუტე.
თურქული მედიის ინფორმაციით, ნატო-ს გენერალური მდივანი ანკარაში თურქეთის საგარეო სამეთა მინისტრს, ჰაკან ფიდანსაც შეხვდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ყიფიანი ტრამპის წერილზე – ამ ფაქტის არც დრამატიზება გვარგია და არც გაუბრალოება – თუ სტატუს-კვო შენარჩუნდა, არ არის გამორიცხული ურთიერთობის ნორმალიზება ტრამპის სტილში მოხდეს და არა იმდენად დემოკრატიული, არამედ სტაბილური პარტნიორი არჩიოს