ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დიმიტრი პესკოვი - აშშ-ის წარმომადგენლებს საუდის არაბეთში სერგეი ლავროვი და იური უშაკოვი შეხვდებიან

დიმიტრი პესკოვი - აშშ-ის წარმომადგენლებს საუდის არაბეთში სერგეი ლავროვი და იური უშაკოვი შეხვდებიან

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი და რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე, იური უშაკოვი სამშაბათს ერ-რიადში აშშ-ის წარმომადგენლებს შეხვდებიან, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ლავროვი და უშაკოვი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დავალებით ერ-რიადში დღეს გაემგზავრებიან.
„მოსალოდნელია, რომ სამშაბათს ერ-რიადში ისინი ამერიკელ კოლეგებთან გამართავენ შეხვედრას, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, დაეთმობა რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების მთელი კომპლექსის აღდგენას“, - განაცხადა პესკოვმა.
ამასთან, ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო საუდის არაბეთში ჩავიდა. მედიის ინფორმაციით, რუსეთის დელეგაციასთან შეხვედრას, რუბიოს გარდა, აშშ-ის მხრიდან ასევე დაესწრებიან თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცი და აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში სტივ უიტკოფი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.