დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ინაუგურაციამდე დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის კომუნიკაცია გამორიცხული არ არის

დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ინაუგურაციამდე დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის კომუნიკაცია გამორიცხული არ არის.
„ეს გამორიცხული არ არის. ხომ თქვა, რომ ინაუგურაციამდე პუტინს დაურეკავდა. ეს მისი სიტყვებია“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა.
მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციას აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბთან კონტაქტი არ ჰქონია და ასევე, აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინი აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან დაკავშირებას არ გეგმავს.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი თარგამაძე: საზეიმო სურათის მიღმა მძიმე რეალობაც დგას: წელს ათასობით აბიტურიენტი უმაღლეს სასწავლებელში საერთოდ ვერ მოხვდა. ხოლო მათ, ვინც სტუდენტი გახდა, სწავლა უკვე ბევრად გაუარესებულ გარემოში მოუწევთ (ვიდეო)