არქივი14 ნოემბერი, 2024, 15:58
დიმიტრი პესკოვის განცხადებით, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან კონტაქტი არ ყოფილა

კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან კონტაქტი არ ყოფილა.
„ჯერჯერობით კონტაქტი არ ყოფილა“, - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა.
კითხვაზე, შედგება თუ არა საუბარი დონალდ ტრამპის გუნდთან „სავიზო შეზღუდვების მოხსნის შესახებ, რომელიც გაერო-ს ნორმალურ ფუნქციონირებას ხელს უშლის“, პესკოვმა უპასუხა, რომ „მოლოდინებზე საუბარი ჯერ ადრეა“.
„ეს ერთადერთი საკითხი არ არის, რომელიც ამერიკელების წინაშე შეიძლება დაისვას. ერთი კონკრეტული საკითხის გამოყოფა არასწორი იქნება“, - აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.