პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპსა და მაჰმუდ აბასს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

დონალდ ტრამპსა და მაჰმუდ აბასს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

დონალდ ტრამპსა და მაჰმუდ აბასს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Axios-ი­ პალესტინის პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და პალესტინელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
პალესტინელი ოფიციალური პირის განცხადებით, საუბარი პოზიტიური, რომლის დროსაც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ მას ღაზაში ომის დასრულება სურს.
თავის მხრივ, პალესტინის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა, ასევე, მასთან მუშაობის მზადყოფნა გამოთქვა.
ცნობისთვის, 2017 წლის შემდეგ ეს დონალდ ტრამპსა და მაჰმუდ აბასს შორის გამართული პირველი სატელეფონო საუბარი იყო.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ნოემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.