დიმიტრი მედვედევი – პუტინი-ტრამპის საუბარმა დაადასტურა, რომ სასადილო ოთახში მხოლოდ რუსეთი და ამერიკაა – მენიუშია ბრიუსელის კომბოსტო, ბრიტანული შემწვარი თევზი კარტოფილით და პარიზული მამალი, მთავარი კერძი კი კიევური კატლეტია!

პრეზიდენტ პუტინსა და ტრამპს შორის გამართულმა სატელეფონო საუბარმა დაადასტურა, რომ სასადილო ოთახში მხოლოდ რუსეთი და ამერიკაა, მთავარი კერძი კი კიევური კატლეტია, – ასე გამოეხმაურა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის სატელეფონო საუბარს.
„პრეზიდენტ პუტინსა და ტრამპს შორის გამართულმა სატელეფონო საუბარმა ცნობილი იდეა დაადასტურა – სასადილო ოთახში მხოლოდ რუსეთი და ამერიკაა. მენიუში კი მსუბუქი აპეტაიზერებია – ბრიუსელის კომბოსტო, ბრიტანული შემწვარი თევზი კარტოფილით და პარიზული მამალი. მთავარი კერძი კი კიევური კატლეტია! გემრიელად მიირთვით!“ – წერს მედვედევი X-ზე.
შეგახსენებთ, გუშინ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. თეთრი სახლის განცხადებით, ლიდერები შეთანხმდნენ, რომ „ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაზე“ ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დაიწყონ. კრემლის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის ინიციატივას ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების 30 დღით შეწყვეტის თაობაზე ვლადიმერ პუტინი დადებითად გამოეხმაურა.
ამასთან, თეთრი სახლის განცხადების თანახმად, დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი შეთანხმდნენ, რომ „აშშ-სა და რუსეთს შორის გაუმჯობესებული ორმხრივი ურთიერთობებით მომავალს უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია“.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – უცხოური აგენტურის რიტორიკა რუსეთის მიმართ ასეთი მკაცრი და უარყოფითი არც 2008 წლის ომამდე და არც აგვისტოს ომის შემდეგ არ ყოფილა – ჩნდება ლოგიკური კითხვა: რატომ იქცნენ რუსოფობებად ახლა და არა მაშინ

“300-400 მდიდარი, გაზულუქებული, ყაჩაღი გვაშინებს, გვერევა დანარჩენ სამ მილიონს – გათითოკაცებულები ვართ, ჩმორად, მშიშარად, მხდალად…“- რა წერია წერილში, რომელსაც ლევან ხაბეიშვილი ციხიდან ავრცელებს