დიმიტრი მედვედევი – მერცი გებელსივით ტყუის – ფრიც, ცუდად იწყებ და იმედი მაქვს, ასევე დაასრულებ!

მერცი გებელსივით ტყუის და ცუდად იწყებს, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი „ტელეგრამის“ არხზე წერს.
„მომავალმა კანცლერმა მერცმა აგრესიულ ომზე ისაუბრა, რომელსაც რუსეთი ყოველდღიურად აწარმოებს ევროპაში, ხანძრების, დაკვეთით მკვლელობების, ვანდალიზმისა და დეზინფორმაციის სახით. ჯერ ერთი დღეც არ უმუშავია და უკვე გებელსივით ტყუის“, – წერს მედვედევი.
მისი თქმით, გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ლიდერი, ფრიდრიხ მერცი ცუდად იწყებს.
„მერც, სწორედ ასეთი ომი აწარმოა თქვენმა ნაცისტურმა ქვეყანამ ჩვენს წინააღმდეგ 1941-1945 წლებში. ვიცით, როგორი გამარჯვებით დასრულდა ეს. ფრიც, ცუდად იწყებ და იმედი მაქვს, ასევე დაასრულებ!“ – აღნიშნა მედვედევმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე