ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ანდრეი სიბიგა - პუტინი ომის გაგრძელებას ცდილობს, მისი დანარჩენი სიტყვები მხოლოდ კვამლის ფარდაა

ანდრეი სიბიგა - პუტინი ომის გაგრძელებას ცდილობს, მისი დანარჩენი სიტყვები მხოლოდ კვამლის ფარდაა

განსხვავება არის ის, რომ უკრაინამ თქვა „დიახ“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებაზე იმიტომ, რომ უკრაინას მშვიდობა სურს. პუტინი, იმის ნაცვლად, რომ თქვას „დიახ“, სხვადასხვა პირობებს აყენებს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„უკრაინა ომის დასრულებას ცდილობს. პუტინი ომის გაგრძელებას ცდილობს. მისი დანარჩენი სიტყვები მხოლოდ კვამლის ფარდაა“, - აცხადებს სიბიგა.
შეგახსენებთ, უკრაინისა და აშშ-ის მთავრობების წარმომადგენლებს შორის საუდის არაბეთში გამართული შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ უკრაინა თანახმაა, ცეცხლის დროებით, 30-დღიან შეწყვეტას დათანხმდეს. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გუშინ განაცხადა, რომ რუსეთი თანახმაა, უკრაინასთან ცეცხლის 30 დღით შეწყვეტაზე თუ “კრიზისის ძირეული მიზეზები აღმოიფხვრება”.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.