ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპი - ვლადიმერ პუტინმა ძალიან პერსპექტიული განცხადება გააკეთა, მაგრამ არ იყო სრული - იმედი მაქვს, რუსეთი სწორად მოიქცევა

დონალდ ტრამპი - ვლადიმერ პუტინმა ძალიან პერსპექტიული განცხადება გააკეთა, მაგრამ არ იყო სრული - იმედი მაქვს, რუსეთი სწორად მოიქცევა

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადება „ძალიან პერსპექტიულია“, მაგრამ „არ იყო სრული“. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნატო-ს გენერალურ მდივან, მარკ სრუტესთან ერთად მედიასთან საუბარში განაცხადა.
კერძოდ, ტრამპმა განაცხადა, რომ პუტინმა “ძალიან პერსპექტიული განცხადება გააკეთა, მაგრამ ის არ იყო სრული” და აღნიშნა, რომ ის მზად არის რუსეთის პრეზიდენტთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ისაუბროს.
“იმედი მაქვს, რომ რუსეთი სწორად მოიქცევა”, - განაცხადა ტრამპმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.