ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დიდ ბრიტანეთში ახალი არეულობების შემდეგ 90-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

დიდ ბრიტანეთში 90-ზე მეტი ადამიანი დააკავეს მას შემდეგ, რაც შაბათს ულტრამემარჯვენე ძალების მიერ ქვეყნის მასშტაბით მიგრანტების წინააღმდეგ ორგანიზებული ახალი დემონსტრაციები არეულობაში გადაიზარდა. ახალი გამოსვლები კვირისთვისაც იგეგმება.
არეულობა მოხდა მრავალ ქალაში, მათ შორის ლივერპულში, ბრისტოლში, მანჩესტერსა და ბელფასტში. მათმა მონაწილეებმა დააზიანეს მაღაზიები და თავს დაესხნენ პოლიციელებს. ამავე დროს, ბრიტანული მედიის ცნობით, რიგ ადგილებში ზოგიერთ მცირე მიტინგზე ძალადობა არ ყოფილა.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი პოლიციას "მთავრობის სრულ მხარდაჭერას" დაჰპირდა ექსტრემისტების წინააღმდეგ მიმართულ ზომებთან დაკავშირებით, რომლებიც „სიძულვილის გაღვივებას ცდილობენ."
ბრიტანეთში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო მას შემდეგ, 29 ივლისს დანით შეიარაღებულმა პირმა ბავშვთა ცეკვის კლუბში სამი გოგო მოკლა და კიდევ რამდენიმე ბავშვი დაჭრა. პოლიციამ მკვლელობაში ეჭვმიტანილი 17 წლის ბიჭი დააკავა.
მასობრივ არეულობებს სათავე დაუდო სოციალური ქსელებით გავრცელებულმა ცნობებმა, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი მუსლიმი, რადიკალი ისლამისტი და ბრიტანეთში თავშესაფრის მაძიებელი პირია. საუთპორტის პოლიციის წარმომადგენელმა ალექს გოსმა ამ ცნობებს უწოდა სპეკულაცია, რომელიც ძალადობისთვის იყო გამოყენებული. პოლიციის თანახმად, 17 წლის ეჭვმიტანილი უელსში, ქალაქ კარდიფშია დაბადებული და წლების განმავლობაში ცხოვრობდა საუთპორტთან მდებარე სოფელ ბენქსში.
პოლიცია ვარაუდობს, სამგლოვიარო ცერემონია შეკრების და მეჩეთზე თავდასხმისთვის გამოიყენეს ანტიისლამური ორგანიზაციის, „ინგლისის თავდაცვის ლიგის“ მომხრე რადიკალმა ნაციონალისტებმა. ამ ორგანიზაციის ყოფილმა ლიდერმა ტომი რობინსონმა, რომელიც ემიგრაციაშია, სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ ლიგა უკვე ათი წელია აღარ არსებობს.

ბოლო წლებში ბრიტანეთში დანით რამდენიმე თავდასხმა მოხდა. ზოგიერთი მათგანი რადიკალური ისლამისტების მიერ განხორციელებული ტერაქტები იყო.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.