“ვიასნა”: საპროტესტო გამოსვლების დაწყებიდან ბელარუსში 50 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს

2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ბელარუსში მასობრივი საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ ქვეყნის 50 ათასზე მეტი მოქალაქე დააკავეს პოლიტიკური მოტივებით, განაცხადა ყოფილმა პოლიტპატიმარმა, ბელარუსის ადამიანის უფლებათა ცენტრ „ვიასნას“ წარმომადგენელმა ლეანიდ სუდალენკამ.
„ვიასნას“ გათვლებით, ამჟამად სულ მცირე 5472 ადამიანია ნასამართლევი პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლის სამართლის საქმეებზე.
2020 წლის აგვისტოში ბელარუსში დაიწყო ქუჩის მასობრივი საპროტესტო აქციები საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების წინააღმდეგ. არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადდა ალიაქსანდრ ლუკაშენკა, რომელიც ზედიზედ მეექვსე ვადით აირჩიეს. მომიტინგეები მის გადადგომას და ახალ არჩევნებს ითხოვდნენ და ხელისუფლებას ოპოზიციის აქციების მონაწილეების მიმართ უპრეცედენტო გაყალბებასა და სისასტიკეში ადანაშაულებდნენ.
უფლებადამცველების თქმით, მინიმუმ რვა ადამიანი დაიღუპა საპროტესტო აქციების ჩახშობის დროს. ქვეყნის ხელისუფლებამ აღძრა ათასობით სისხლის სამართლის საქმე თავისი ოპონენტების წინააღმდეგ და ასობით ადამიანს, მათ შორის ოპოზიციის ლიდერებს, მიუსაჯეს ხანგრძლივი პატიმრობა. მასობრივი რეპრესიების შემდეგ ქუჩის პროტესტი პრაქტიკულად ჩაქრა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ