ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დემონსტრანტებმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან საავტომობილო გზა გადაკეტეს

დემონსტრანტებმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან საავტომობილო გზა გადაკეტეს

დღეს საღამოს, 29 იანვარს, 19:00 საათისთვის თბილისში, მერაბ კოსტავას გამზირზე, საზოგადოებრივ მაუწყებელთან საპროტესტო დემონსტრაციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.
„დაუბრუნდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალხს“, - ეს არის დღევანდელი აქციის ლოზუნგი.
დემონსტრანტები ითხოვენ მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ვასილ მაღლაფერიძისა და პირველი არხის დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილის გადადგომას.
„ხალხის ხმა დუღს, პირველი არხი დუმს“, - წერია ერთ-ერთ ბანერზე.
დემონსტრანტები ამბობენ, რომ მოგვიანებით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებენ და შეუერთდებიან.
საპროტესტო დემონსტრაციები უკვე 63-ე დღეა, მიმდინარეობს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.