დევიდ კამერონი პირობას დებს, რომ უკრაინის მიმართ დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა არ შემცირდება

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ კამერონმა პირობა დადო, რომ ლონდონის მხარდაჭერა უკრაინისადმი მომავალ წელს არ შემცირდება. ამის შესახებ მან ლორდთა პალატაში დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კამერონმა აღნიშნა, რომ დიდმა ბრიტანეთმა ს 4,7 მილიარდ ფუნტზე მეტი ღირებულების ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარება გაუწია და მომავალშიც გააგრძელებს მის დახმარებას.

მისივე თქმით, უკრაინაში ბრძოლის ველზე ახლა რთული ვითარებაა, მაგრამ შავ ზღვაში უკრაინელი ჯარისკაცების დამსახურებით რუსებმა უკან დაიხიეს.

კითხვაზე, თუ რამდენს დახარჯავს დიდი ბრიტანეთი 2024 წელს უკრაინისთვის, კამერონმა თქვა, რომ ამ ეტაპზე არ შეუძლია.

მისი თქმით, მხარდაჭერა იქნება ისეთივე ოდენობის, როგორც აქამდე იყო.

„დიდი ბრიტანეთი ყურადღებას გაამახვილებს იმაზე, თუ რა სჭირდება უკრაინას“, – აცხადებს კამერონი.

შეგახსენებთ, რომ კამერონი თანამდებობის დაკავების შემდეგ პირველი ოფიციალური ვიზიტით -ს 6 დეკემბერს ეწვევა. ვიზიტის მიზანი იქნება უკრაინის მხარდაჭერა რუსეთთან წინააღმდეგ ომში.

კამერონი თავისი პირველი სამუშაო ვიზიტით კიევში 16 ნოემბერს იმყოფებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ