ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დევიდ კამერონი - უკრაინაში ომი ჩვენი თაობის ბრძოლას წარმოადგენს

უკრაინაში ომი ჩვენი თაობის ბრძოლას წარმოადგენს, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კამერონმა განაცხადა.
„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი ჩვენი თაობის ბრძოლას წარმოადგენს, რომელიც მთელი კონტინენტის უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს“, - განაცხადა კამერონმა.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის მიუხედავად, უკრაინაში ომს ყურადღება არ უნდა მოაკლდეს.
„ჩვენ ვიცით, რომ თუ პუტინს იქ არ გააჩერებენ, ის უფრო მეტისთვის დაბრუნდება და კულუარებში ამერიკის მტრები გაიხარებენ“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.