დეა მეტრეველი: “მე შენ გაგძარცვე. ძალიან ვწუხვარ”. ჟურნალისტური გამოძიების ამ სიუჟეტს ყველა მშობელმა უნდა უყუროთ, ვისაც 18-26 წლის ასაკის შვილები გყავთ

პოლიტიკოსი დეა მეტრეველი:
“მე შენ გაგძარცვე. ძალიან ვწუხვარ”. ჟურნალისტური გამოძიების ამ სიუჟეტს ყველა მშობელმა უნდა უყუროთ, ვისაც 18-26 წლის ასაკის შვილები გყავთ. თბილისში, მირიან მეფის N 68-ში მხოლოდ ერთ-ერთი ქოლცენტრის ამბავია მოთხრობილი და ასეთი, სავარაუდოდ, ასობითაა აგუგუნებული მთელს ქვეყანაში. მეტიც, ქართველი ახალგაზრდები სამუშაოდ სხვა ქვეყნებშიც მიჰყავთ. თალღითებად აქცევენ იოლი ფულის შოვნის ხიბლით… დაუნდობელ მოქალაქეებად, რომლებიც ფულის სანაცვლოდ ყველაფერს კადრულობენ… ადამიანებს ცხოვრებას უნგრევენ და ამაზე ხალისობენ.
დაუსვით კითხვები მშობლებმა სად მუშაობებ, რას საქმიანობენ, საიდან აქვთ შემოსავალი?!
უშველეთ თქვენს შვილებს, ესაუბრეთ მათ, რადგანაც სახელმწიფო უმოქმედოა და თაროზე შემოდებული საქმეებით ახალისებს ჩვენი ახალგაზრდების დაუცველობას.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?