არქივი9 მაისი, 2024, 07:07
„დასავლეთ რაფაჰზე ისრაელის თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ოცამდე დაშავდა“ - CNN
ისრაელის მიერ დასავლეთ რაფაჰზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ოცამდე დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ალ ქუვეითის საავადმყოფოზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც მედია იუწყება, საავადმყოფოში აცხადებენ, რომ დაშავებულების უმეტესობა ბავშვია.
რაფაჰში ახლა მხოლოდ ალ ქუვეითის საავადმყოფო მოქმედებს, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებით, ნაწილობრივ ახერხებს ფუნქციონირებას.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.