მოსკოვის მტკიცებით, უკრაინის ირიშების შედეგად, რუსეთში 15 ადამიანი დაიღუპა

კრემლის მტკიცებით, უკრაინის იერიშების შედეგად, რუსეთის ბელგოროდის ოლქში 15 ადამიანი დაიღუპა. რუსეთის ხელისუფლების თქმით, ჩამოგდებული უკრაინული რაკეტის ნაწილი ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუს შეეჯახა, რასაც ნგრევა მოჰყვა. ნგრევისა და აფეთქების შედეგად კი 15 ადამიანი დაიღუპა.
რუსეთის ხელისუფლების მტკიცებით, უკრაინამ ბელგოროდის ოლქზე ინტენსიური იერიშები მიიტანა, რისთვისაც გამოყენებული იყო ბალისტიკური რაკეტები, “ადლერისა” და „ვამპირის“ მრავალჯერადი გამშვები სარაკეტო სისტემები.
რეგიონის გუბერნატორის მტკიცებით, მანამდე, კვირას, უკრაინული იერიშების შედეგად, რუსეთის ტერიტორიაზე ოთხი ადამიანი დაიღუპა.
ამ დრომდე, ბრალდებებთან დაკავშირებით განცხადება არ გაკეთებულა კიევში. კრემლში კი ამბობენ, რომ ბელგოროდის ოლქზე თავდასხმა ტერორისტული აქტია. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო განმარტავს, რომ თავდასხმისთვის უკრაინამ რუსეთის ტერიტორიისკენ 12 რაკეტა მიმართა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…